- პროექტის სახელწოდება : 1783 წლის 24 ივლისს რუსეთთან დადებული მეგობრობის ტრაქტატი და ნიკოლოზ ბარათაშვილის "ბედი ქართლისა
- პროექტის მთავარი იდეა:გეორგიევსკის ტრაქტატზე დაყრდნობით ლიტერატურული ტექსტის განხილვა;
- პროექტის აქტუალობა : პროექტი აქტუალურია იმით, რომ მოსწავლეები ბევრ რამეს შეიტყობენ ამ ტრაქტატის შესახებ, შეადარებენ ლიტერატურულ ტექსტს და გამოიტანენ დასკვნებს;
- პროექტის მიზნები : ბავშვების ჩართულობა, ურთიერთთანამშრომლობა, კრიტიკული აზროვნების განვითარება, მსჯელობა;
- მონაწილეთა ასაკი : მე_9 კლასი
- ვადები/ხანგრძლივობა : 1 თვე
- მოსალოდნელი შედეგები, რაც შეიძლება შეიქმნას : მოსწავლეები დაეუფლებიან დამოუკიდებლად მუშაობას, განივითარებენ კრიტიკულ აზროვნებას; გააკეთებენ სლაიდშოუს, განუვითარდებათ მსჯელობის უნარი;
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები : საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება, "საქართველოს ისტორია", პოემა "ბედი ქართლისა";
- პროექტის მსვლელობა : კლასი გაიყოფა 2 ჯგუფად: ისტორიკოსებად და ლიტერატორებად. ისტორიკოსების ჯგუფს დაევალება მოიძიონ მასალები გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით. ლიტერატორების ჯგუფი შეადარებს ისტორიულ მასალას ლიტერატურულ ტექსტთან.კლასში გაიმართება დებატები; ბავშვები იმსჯელებენ, გამოიტანენ დასკვნებს.
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი : ისტორიასთან
- პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მარინა ფუთურიძე
- ხელმძღვანელის ელ ფოსტა : marinaputuridze4@gmail.com
- პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი : http://marinaputuridze.blogspot.com/
პროექტები და ღონისძიებები
Подписаться на:
Сообщения (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий