воскресенье, 11 мая 2014 г.

1783 წლის 24 ივლის რუსეთთან დადებული მეგობრობის ტრაქტატი და ნიკოლოზ ბარათაშვილის "ბედი ქართლისა"

  1. პროექტის სახელწოდება : 1783 წლის 24 ივლისს რუსეთთან დადებული მეგობრობის ტრაქტატი და ნიკოლოზ ბარათაშვილის "ბედი ქართლისა
  2. პროექტის მთავარი იდეა:გეორგიევსკის ტრაქტატზე დაყრდნობით ლიტერატურული ტექსტის განხილვა;
  3. პროექტის აქტუალობა : პროექტი აქტუალურია იმით, რომ მოსწავლეები ბევრ რამეს შეიტყობენ ამ ტრაქტატის შესახებ, შეადარებენ ლიტერატურულ ტექსტს და გამოიტანენ დასკვნებს;
  4. პროექტის მიზნები : ბავშვების ჩართულობა, ურთიერთთანამშრომლობა, კრიტიკული აზროვნების განვითარება, მსჯელობა;
  5. მონაწილეთა ასაკი : მე_9 კლასი
  6. ვადები/ხანგრძლივობა : 1 თვე
  7. მოსალოდნელი შედეგები, რაც შეიძლება შეიქმნას : მოსწავლეები დაეუფლებიან დამოუკიდებლად მუშაობას, განივითარებენ კრიტიკულ აზროვნებას; გააკეთებენ  სლაიდშოუს,  განუვითარდებათ  მსჯელობის უნარი;
  8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები : საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება, "საქართველოს ისტორია", პოემა "ბედი ქართლისა";
  9. პროექტის მსვლელობა : კლასი გაიყოფა 2 ჯგუფად: ისტორიკოსებად  და ლიტერატორებად.   ისტორიკოსების ჯგუფს დაევალება მოიძიონ მასალები გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით. ლიტერატორების ჯგუფი შეადარებს ისტორიულ მასალას ლიტერატურულ ტექსტთან.კლასში  გაიმართება დებატები;   ბავშვები იმსჯელებენ, გამოიტანენ დასკვნებს.
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი : ისტორიასთან
  11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მარინა ფუთურიძე
  12. ხელმძღვანელის ელ ფოსტა : marinaputuridze4@gmail.com
  13. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი : http://marinaputuridze.blogspot.com/

Комментариев нет:

Отправить комментарий